უჩა აბაშიძეს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მის ცოლს - 4 წელი
1738668033
ეგეოსის ზღვაში მიწისქვეშა ბიძგები არ წყდება. 28 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით, რეგიონში 571 მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმური აქტიურობა დღესაც გრძელდება. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეგეოსის ზღვაში მომხდარმა მიწისძვრებმა ექსპერტების ყურადღება მიიქცია. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტომ 571 მიწისძვრა დააფიქსირა.
ექსპერტები ამ აქტივობას "მიწისძვრის ქარიშხალს“ უწოდებენ და ხაზს უსვამენ, რომ პროცესის ყურადღებით მონიტორინგი უნდა მოხდეს.
მიწისქვეშა ბიძების ეპიცენტრი საბერძნეთის კუნძულ სანტორინთან არის. BBC-ის ინფორმაციით, სანტორინისთან 48 საათის განმავლობაში 280-ზე მეტი მიწისძვრა დაფიქსირდა. ძლიერი სეისმოლოგიური აქტივობის გამო, სკოლები დაიხურა, ხელისუფლებამ კი მოსახლეობას დახურულ სივრცეებში თავშეყრისგან თავის შეკავება ურჩია.
საბერძნეთის პრემიერის განცხადებით, ქვეყანა "ძალიან ინტენსიური გეოლოგიური ფენომენის" მართვაზე მუშაობს.