აშშ-ში ფუტკრებისთვის პირველი ვაქცინა დაამტკიცეს

ფუტკრები

აშშ-ში კომერციულ მეფუტკრეებს მალე ექნებათ ვაქცინა, რომელმაც მათი მწერები იმ გამანადგურებელი დაავადებისგან უნდა დაიცვას, რომელიც ამჟამად ფუტკრებს უტევს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

დაავადების, სახელად ამერიკული ბუდობის (AFB) საწინააღმდეგო პრეპარატი ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Dalan Animal Health-მა შექმნა. ამ გადამდებ დაავადებას სპორების წარმომქმნელი ბაქტერია Paenibacillus larvae იწვევს.

მუშა ფუტკრების სკაში შეტანის შემდეგ, ორალური ვაქცინა „ფუტკრის რძეში“ ხვდება, რომლითაც დედა ფუტკარი იკვებება.

მომდევნო ორი წლის განმავლობაში, Dalan-ი ვაქცინის შეზღუდულ რაოდენობას მიაწვდის მეფუტკრეებს აშშ-ში. ამის შემდეგ, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, მეფუტკრეებს შეიძლება ვაქცინაზე პირდაპირი წვდომაც მიეცეთ.

თაფლია ფუტკრების პოპულაციათა გლობალური შემცირება თანამედროვე მსოფლიოს სერიოზული პრობლემაა. მხოლოდ აშშ-ში, სოფლის მეურნეობის ინტენსიური მეთოდების, საზიანო პესტიციდების, კლიმატის ცვლილების და სხვა ფაქტორთა გამო, ფუტკრების პოპულაცია 1962 წლიდან დღემდე 90 პროცენტითშემცირდა. ამ სიტუაციას „დამამტვერიანებელთა გლობალური კრიზისი“ უწოდეს.