„ეს ოპერა თქვენს ქალიშვილს მივუძღვენი... ქალი დიდხანს იდგა თვალზე ცრემლმორეული" - ზაქარია ფალიაშვილის შეხვედრა მარო მაყაშვილის დედასთან

makashvii

შეიძლება ბევრმა თქვენმა არ იცოდეთ, რომ უკვდავი ოპერა "დაისი" ზაქარია ფალიაშვილმა, ბოლშევიკური რუსეთის მიერ 1921 წლის თებერვალში, საქართველოს ანექსიის დროს წარმოებულ თავდაცვით ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მარო მაყაშვილს მიუძღვნა.  ოპერის მთავარი გმირსაც სწორედ მისი სახელი დაარქვა. „დაისის“ შექმნის იდეა ზაქარია ფალიაშვილს ცნობილმა ქართველმა დრამატურგმა და მსახიობმა, ვალერიან გუნიამ მიაწოდა, რომელსაც ეკუთვნის ამავე ოპერის ლიბრეტო.

25 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის დაბადების დღეა;

***

საღამო ხანია. თბილისი. ნისლია, ბინდ-ბუნდი, ოდნავ ბჟუტავს გაზის ფანრები. გოლოვინსკიდან, რუსთაველის პროსპექტიდან ზევითკენ ქალბატონი მოდის. დაახლოებით კონსერვატორიის უკან ხდება ეს.
მიუახლოვდა მას მაღალი, წარმოსადეგი მამაკაცი, თავზე შლაპა ახურავს. მოკრძალებით დადგა ქალბატონის წინაშე და უთხრა:

– ქალბატონო თამარ, უღრმესი პატივისცემით თქვენდამი, არ შემეძლო, რომ დამენახეთ და ეს თქვენთვის არ მეთქვა.

– კი ბატონო, გისმენთ, – მიუგო ქალმა. ქალბატონს ემჩნეოდა, რომ ძალიან დატანჯული, დაღლილი ადამიანი იყო.

პატარა პაუზის შემდეგ, მამაკაცმა ამოისუნთქა და უთხრა:

– მე ვარ კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი. ახლახან დავამთავრე ოპერა, რომლის მთავარ მოქმედ პირს თქვენი ქალიშვილის სახელი დავარქვი. მინდა, რომ იცოდეთ – ეს ოპერა ეძღვნება თქვენს ქალიშვილს და მის ხსოვნას.

მოწიწებით თავი დახარა, ქუდი მოიხადა ქალის წინაშე, შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით დაშორდა.

ქალი დიდხანს იდგა თვალებზე ცრემლმორეული. ეს ქალბატონი მარო მაყაშვილის დედა გახლდათ, ამ ოპერას კი „დაისი“ ჰქვია.

 

ასევე დაგაინტერესებთ: „დაიცავი ეს, ნიჭისგან, სიყვარულისგან დაუცველი კაცი და ამით დამიცავი მე“ - მამუკა ჩარკვიანი 68 წლის გახდა

მეშინოდა, მაგრამ ამირანმა გადამაწყვეტინა და..." - რა სთხოვა ამირან არაბულმა ცოლს თურქეთის კლინიკიდან

"ვღელავდი? უფრო მეტი… ბავშვივით მიფანცქალებდა გული. არ ვიცოდი, რით დამეწყო, ყელში მებჯინებოდა სათქმელი..." - რა შეაძლებინა გოგი ხარაბაძეს პატრიარქმა

სხვა სიახლეები