გიორგი შერმადინის მეუღლე მიმართვას ავრცელებს

გი­ორ­გი შერ­მა­დი­ნის მე­უღ­ლე

კალათბურთელმა, გიორგი შერმადინმა 2027 წლის საკვალიფიკაციო ტურნირზე, გუშინ ბოლო თამაში ჩაატარა და ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. თამაშის დასრულების შემდეგ კალათბურთელმა გულშემატკივრებს და პრემიერ-მინისტრს მიმართა:

შერმადინის სიტყვით გამოსვლას, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა მაყურებელთა ნაწილისგან.

შერმადინის მეუღლემ, ანი ამაშუკელმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, სადაც გიორგის გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და კრიტიკოსებს გამოეხმაურა:

„მადლობა უფალს ყველაფრისათვის

ჩვენი ოჯახის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც გაიზიარეთ გიორგის ემოცია ეროვნული ნაკრების დატოვების გამო. ვისაც უნდა დანახვა, ყველა დაინახავს გიორგის თავდადებას და მონდომებას ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე.

მადლობა იმათაც, ვინც სალანძღავი სიტყვები არ დაიშურა, დამერწმუნეთ არც ამ ადამიანების მიმართ გვაქვს ბრაზი, გიორგის ყველა გულშემატკივარი ერთნაირად უყვარხართ! ყველანი ერთნაირად ძვირფასნი ხართ მისთვის! მხოლოდ სიკეთეს და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ.

მადლობა უფალს რომ მადლიერების და დათმენის უნარი მოგვცა. მაინც ,,სიყვარული ატრიალებს დედამიწას” და ყველას ურთიერთ სიყვარულს და პატივისცემას გისურვებთ!“ - წერს ანი ამა­შუ­კე­ლი.