„მეშინოდა, მაგრამ ამირანმა გადამაწყვეტინა და..." - რა სთხოვა ამირან არაბულმა ცოლს თურქეთის კლინიკიდან

eter amiran

ამირან არაბული რომ მძიმე სენს ებრძოდა, ეთერ თათარაიძისგან ვიცოდი. წუხდა, ღელავდა... ინტერვიუების თავი არ ჰქონდა;

ამ სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულსა და ჩუმად კეთილი საქმეების მაკეთებელ, მისაბაძ წყვილს, ყველას ნაცვლად ვუხდი მადლობას; ჯერ მარტო იმიტომ არიან დასაფასებელნი, რომ კი არ ყვირიან - ამას ვაკეთებ და ჰე, შემომხედეთო, უჩუმრად ფუსფუსებენ და ფოლკლორს - ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საგანძურს გვიგროვებენ;

ფერისცვალების დღეს, ბატონ ამირანს თურქეთში, რვა საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა; კუჭის სიმსივნის ოპერაციას წინ ექვს თვიანი მკურნალობა უძღოდა... ყველაფერმა კარგად ჩაიარა;

როგორც  ფოლკლორისტის ქალიშვილი, ანანო არაბული "პრაიმტაიმთან" ამბობს, მამამ ეს პერიოდი ხევსურულად,  უჩუმრად და ვაჟკაცურად გადაიტანა. 

"დიაგნოზი დედამ უთხრა და... ერთ წერტილს უყურებდა, ხმა არ ამოუღია საერთოდ, არ შეიმჩნია.

მძიმედ, უსიტყვოდ იბრძოლა და დაამარცხა დაავადება... დედაც დამშვიდდა"  - გვითხრა ანანომ;

სანამ საყვარელ მეუღლეს საკუთარი თვალით არ ნახავს, მანამ მაინც ვერ ისვენებს და როგორც "პრაიმტაიმთან" ამბობს, წინ დიდი სარეაბილიტაციო კურსი ელოდებათ;

"ერთხელ ველაპარაკე და კატეგორიულად მითხრა, აუცილებლად უნდა წახვიდე ტაო კლარჯეთში, ძალიან მაგარი საქმეაო; ამირანის გამო მეშინოდა და წასვლა არ მინდოდა; მაგრამ შვილებმა მითხრეს, ჩვენ აქ არ ვართო?

პროექტში ვარ ჩართული - "გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე" და 12 ტაძარი უნდა მოვინახულოთ; ჯგუფში არიან - მკვლევრები, ენათმეცნიერები, მე - როგორც ფოლკლორისტი და სტუდენტები, საინტერესო ხალხი მიდის; მოკლედ, ამირანმა გადამაწყვეტინა და შვიდი დღით მივდივარ ტაოში; მარიამობას იქ შევხვდები" - სიხარულს გვიზიარებს ეთერო

 

ასევე დაგაინტერესებთ:  Exclusive: "მამას დიაგნოზი რომ გავიგეთ, ორი კვირა ვფიქრობდით, რა ფორმით გვეთქვა მისთვის" - ამირან არაბულს თურქეთში რვა საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა

"ყველაზე მეტად მარინას გარეშე ცხოვრების მეშინიაო, ამბობდა. ძალიან დააკლდა, განიცადა და მალევე წავიდა კიდეც" - ნანა ფაჩუაშვილი თემო გოცაძეს იხსენებს

"მე მინახავს, როგორ ებრძოდა მარტო "ბიბლიას" და როგორ გაშალა ის მარტომ, მრავალ ხმაში" - თამარ ცაგარეიშვილი გოგი ხარაბაძეს ემშვიდობება