,,რაჭაში, ადგილიდან ვიზრუნოთ ამ ადამიანებისთვის საკვების მომზადებაზე, რათა მცირედით შევუმსუბუქოთ მძიმე შრომა" - ცნობილი შეფმზარეული კოლეგებს მიმართავს

ლევან კობიაშვილი შოვი

საქართველოს კულინარიული ფედერაციის თავმჯდომარე, ცნობილი შეფმზარეული ლევან კობიაშვილი ინიციატივით გამოდის, კოლეგებთან ერთად, რაჭაში წავიდეს და სტიქიის ზონაში მომუშავე ადამიანებისთვის საკვები ადგილზე მოამზადოს. 

,,ძვირფასო კოლეგებო, საქართველოსა და მისი გამორჩეული კუთხის, რაჭისთვის მძიმე ჟამს, ადამიანურთან ერთად, ჩვენი პროფესიული თანადგომა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ამჟამად, შოვის ტრაგედიის ადგილას, ჩვენი ქვეყნის მაშველები, პოლიციელები, ჯარისკაცები და მოხალისეები კვლავ აგრძელებენ სამუშაოებს.

სწორედ ამიტომ, ჩემს კოლეგებსა და მეგობრებს, ყველა მზარეულს, მოგმართავთ ინიციატივით, უკვე ხვალიდან, გაერთიანებული ძალებით, ადგილიდან ვიზრუნოთ ამ ადამიანებისთვის საკვების მომზადებაზე, რათა მცირედით შევუმსუბუქოთ მძიმე შრომა.

ველოდები თქვენს გამოხმაურებას დღესვე.

აქვე, ვუსამძიმრებ სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებსა და სრულიად საქართველოს ამ მძიმე დანაკარგს!", - წერს შეფმზარეული სოციალურ ქსელში.

ასევე ნახეთ:

სოციალურ ქსელში დაწყებული ურთიერთობა ახალგაზრდა ქალის წამებითა და დაყაჩაღებით დასრულდა - რა მოხდა დიღომში

გაზის მიწოდება 12 500 აბონენტს შეუწყდება - ,,თბილისი ენერჯის" გაფრთხილება

ტრაგედია შოვში - ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან

,,ტოქსიკურია, იწვევს ენდოკრინულ და მეტაბოლურ დარღვევებს..." - რა ნივთები არ უნდა დავტოვოთ ზაფხულში ავტომობილში