დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მამუკა ჩარკვიანი 68 წლის გახდა;
"დღეს ჩემი მამუკას დღეა. ჯანმრთელად მიმყოფე ღმერთო, შენი შექმნილი დაუტეველი ნიჭია ეს ბიჭი. ზღვარგადასული სიყვარული არ არსებობს, რადგან ზღვარი არ აქვს და ამ უსაზღვრობას - უჩარჩოობას ტვირთად ზიდავს ვხედავ, როგორც ყველა, დიდი სიყვარულის მატარებელი; დაიცავი ეს, ნიჭისგან, სიყვარულისგან დაუცველი კაცი და ამით დამიცავი მე და ჯანმრთელად მიმყოფე" - წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქზე
გთავაზობთ თაკოს ძველ ინტერვიუს, რომელიც მან "პრაიმტაიმს" მისცა;
თაკო ჩარკვიანი: - მამუკა ბათუმშია დაბადებული. დედა და მამა დასასვენებლად იყვნენ ჩასულნი. სექტემბრის შუა რიცხვებში ელოდებოდნენ და მოულოდნელად, 24 აგვისტოს გაჩნდა მამუკა. ამიტომ ორმაგად უყვარს ბათუმი;
არა ორდინალური და მრავალფეროვანი ტიპია. მთელი მისი ცხოვრება თავგადასავალია… ცალკე თემაა ჩვენი ურთიერთობა. ჩვენ ძალიან მაგრად ვმეგობრობთ. ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა ბავშვობაში უფრო იგრძნობოდა. ოთახში არ მიშვებდნენ მამუკა და მისი მეგობრები და მე ვეკვეტებოდი.
"მამუკა ჩემია" – ვიჩემებდი და მერე ამაზე შაყირი დადიოდა. რომ მეტყოდნენ, არა, მამუკა ჩემიაო, მე ვტიროდი. ერთხელ კიკეთში ვისვენებდით, ბევრი ბავშვი ვიყავით და ერთ-ერთმა მშობელმა ტყეში წაგვიყვანა. ამ კაცს ტყეში გზა აებნა. უკან წამოსასვლელ გზას ვერ ვაგნებდით. ტყეში ვტრიალებდით… მამუკას დაკაწრულ-დასისხლიანებული ჰქონდა ფეხები. მშობლები გვეძებდნენ, 12 ბავშვი ვიყავით.
და მახსოვს, მამუკამ ამ სიარულის დროს ზურგზე ფუთასავით მომიკიდა და ისე გამომიყვანა ტყიდან. ამ ამბავს ახლა უფრო ვიხსენებ. ტყეში ფეხით კი არ მატარა, ზურგზე მომიკიდა და ასე ვიარეთ.
წლების მერე მე ვმზრუნველობდი მასზე. სულ რაღაცებს მეკითხებოდა. მისგან მიგრძვნია, უთქვამს კიდეც, რომ მე მასზე გავლენები მქონდა. 16-17 წლიდან უკვე საერთო სამეგობრო გვყავდა.
ჯანსუღი და მამუკა
"მამუკას და მამას ფსიქოლოგიური ტანდემი ჰქონდათ. სიმღერა “ჩემი აღარა ხარ, მორჩა” მამუკას განცდას და ისტორიას უკავშირდება. მამამ ლექსი დაწერა და მიაწოდა. პრაქტიკულად, ჯანსუღმა მამუკას შეგრძნება და ტკივილი გამოიცნო, ამოიღო და ლექსად მისცა.
მამუკა ჯანსუღის შემოქმედების აბსოლუტური ფანია და ეს მის რეპერტუარს ეტყობა კიდეც. ისეთი ლექსები აქვს ამოჩხრეკილი… საერთოდ, ლიტერატურა და პოეზია უყვარს, ნაკითხი ადამიანია.
ჯანსუღთან ფანტასტიკური ურთიერთობა ჰქონდა, მათ ურთიერთობაში სასმელი ერთადერთი ოპოზიცია იყო. მამა ნერვიულობდა, მამუკა რომ სვამდა. ეს იყო განსჯის თემა. შენიშვნა ან მამას, ან მამუკას იუმორით სრულდებოდა. ხომ იცით, რა ენა ჰქონდა ჯანსუღს, ბადალი არ ჰყავდა.
მამუკას ბევრჯერ უთქვამს, სასმლის სმის დროს არაფერი იწერებაო. შემოქმედების დროს ალკოჰოლს არ ეკარებოდა და ზუსტად ამიტომაც იყო, რომ ყოველი გაცდენილი დრო ენანებოდა ჯანუკის.
ასევე დაგაინტერესებთ: "ყველაზე მეტად მარინას გარეშე ცხოვრების მეშინიაო, ამბობდა. ძალიან დააკლდა, განიცადა და მალევე წავიდა კიდეც" - ნანა ფაჩუაშვილი თემო გოცაძეს იხსენებს