დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
შოვის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი გიორგი ყარალაშვილია. მისი მეგობარი, ნათია ჩხვირკია გიორგიზე ასეთ სიტყვებს წერს:
„ნათელი გონება! ასე შემიძლია აღვწერო ორი სიტყვით მისი უსაზღვროდ დიდი პოტენციალი, რომელიც საქართველოს მომავალს გამოეცალა, კიდევ ერთი ნაბიჯით დავშორდით განვითარების შესაძლებლობას
გიორგი გარემოს დაცვის პროექტში გავიცანი, იმდენად აქტიური იყო პროექტის მთელი ფოტოალბომი მისი სურათებია, ყველა სამუშაო ჯგუფში ჩართული იყო… ამბობდა არასდროს ვარ ნამყოფი რაჭაში და ეკოტური პირველად მანდ მოვაწყოთო.
შემდეგ იყო შაორის ახალგაზრდული ბანაკიც, ძალიან უხაროდა მონაწილეობა, მპირდებოდა ამბებს მოგიყვებიო ახალი იდეებით და უსაზღვრო ენერგიით სავსე, სამყაროსადმი უდიდესი მადლიერების გრძნობით დაჯილდოებული, სიცოცხლის ფერხულში ჩართული ოქროს ბიჭი, არასდროს გაჩერებულა და მუდამ წინ, განვითარებისკენ მიიწევდა
იშვიათია ამდენად, რეალიზებული, მრავალმხრივი ნიჭის პიროვნებები, ქვეყნის სიყვარულით, მუდმივად სიახლის ძიების და ქვეყნისთვის სარგებლის მოტანის სურვილით აღსავსე ახალგაზრდის მაგალითი! ახლოდან თუ შორიდან ვგულშემატკივრობდით, ცხოვრების თითოეული შესაძლებლობა გამოიყენა ამ ბიჭმა… ალბათ, არავის გვაქვს უფლება გაჩერების…
არ ვიცი რა შემიძლია სხვა, ამ მცირე პოსტს გიძღვნი… ასეთი მემახსოვრები
აღუწერელია თითოეული დანაკარგი…ვუთანაგრძნობ გიორგის ოჯახს, სანუგეშო სიტყვები არ არსებობს, ვუთანგრძნობ სრულიად საქართველოს ამ ტრაგედიას…".
ასევე ნახეთ:
„დნმ ემთხვევა, ჩემ გოგოს შენარჩუნებული აქვს ყველაფერი... ვეძებ ბიჭს“ - შოვში დაღუპულის მამა