დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
მომღერლისა და პოეტის, ალუდა ქეთელაურის გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა. სიცოცხლეზე შეყვარებული, ლაღი და სიმპათიური 24 წლის ბიჭის მოულოდნელმა წასვლამ, ერთიანად შეძრა ნაცნობიც და უცნობიც.
"აკეთე ის, რაც შენ გინდა, თუ ნებას მოგცემს უფალი, იფრინე სივრცის გადაღმა, იყავი თავისუფალი" - ამბობდა და მღეროდა, თითქოს ხმაში იდუმალი ტკივილით.
დუშეთიდან იყო, ხალხურ საკრავებზე უკრავდა, იყო ტიპური მთის შვილი, სუფთა და ლაღი.
"იცით, როგორი ბიჭი იყო? მზესა და სიყვარულს ხურჯინით დაატარებდა. ძალიან გულწრფელი იყო. არასდროს არავის მაამებელი სიტყვა არ უთქვამს. ამ თვისების გამო უფრო მეტად უყვარდათ მეგობრებს" - იხსენებს ძმა, ლევან ქეთელაური.
"ეჭვის დონეზეც ვერ ვხვდებით რა მოხდა" - ამბობდნენ ალუდას მოულოდნელ გარდაცვალებაზე მეგობრები.
"ვიცი, რომ წეროვანში იპოვეს, მარტო იყო. არ ვიცი, ვინ და როგორ იპოვა, არც ის ვიცი იქ ვისთან ერთად წავიდა."
"ალუდას დასაფლავებაზე ბათუმიდან 50 მანქანით ჩამოვიდა ხალხი, მათგან ალუდას პირადად არავინ იცნობდა..."
გიორგი არაბულის ლექსი "ზეცას შახეეო, აპარეკავ" ალუდამ თავის ჯგუფთან - "მეხუთე სეზონთან" ერთად აამღერა. ბიჭები მეგობრობდნენ. სიმღერა კი დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ჯგუფის რეპერტუარში იყო.
"პრაიმტაიმთან" გარდაცვლილ მეგობარს გიორგი არაბული იხსენებს...
გიორგი არაბული: ალუდას გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა. მიუხედავად დროისა, არაფერი იცვლება მის ხსოვნაში. ემოციაც კი არ ტოვებს ზოგჯერ ადამიანს.
რთული იქნებოდა მისი გზა გარდაცვალების შემდეგ, რადგან აქაც რთული და ძნელი ბილიკებით იარა, ოღონდ ისე, რომ ღიმილი არ მოუშორებია სახიდან. მისი ღიმილი კი მარადიულ ხსოვნას შემორჩება, როგორც მისი სიმღერები.
მასთან გატარებული დრო სიყვარულთან და სევდასთან ერთად, ხიფათსაც ნიშნავდა, ხიფათი, როგორც საინტერესო თავგადასავალი.
ალუდას, ერეკლეს და ირაკლის არსებობა სხვა სამყაროში, უფრო აძლიერებს ჩემში რწმენას, რომ ასეთი სამყარო არსებობს. არსებობს, რადგან ამხელა ენერგია და სიყვარული შეუძლებელია გაქრეს.
ერთხელ თქვა: "ჩვენ ვართ ერთმანეთის სამოთხეებიო" - გვიან მივხვდი რა იგულისხმა. ცოტას თუ შეუძლია ეს იგრძნოს და თქვას.
ალუდას გარდაცვალების დღე თითქოს მის დაბადების დღედ იქცა. სხვანაირი ალუდა ვნახეთ, უფრო მეტად გაიცნო ხალხმა, უფრო გასაგები გახდა მისი ნათქვამი ფრაზები, სიმღერები… სიყვარულიც უფრო ადვილი გახდა, უფრო იოლი.
და თუ ოდესმე ჩამოდგება დრო, როცა აღარ იარსებებს მისი სიმღერები, ან აღარავის ემახსოვრება ალუდა ქეთელაური, დარწმუნებული ვარ, პატარა პრინცივით ვარსკვლავად გადაიქცევა და იფრენს თოლია ჯონათანის სიჩქარით ცის საზღვართან.
"წავალ და... ჩემს შემდეგ იქნება ზამთარი.
ვინ დათვლის უჩემოდ, უშენო თარიღებს...
ოდესღაც ოცნების ფერებით გამთბარი, წავალ და
სიცოცხლის სიყვარულს წავიღებ..." - ალუდა
ასევე დაგაინტერესებთ: "ხმას ვერ ვიღებდი... რა იყო ეს? წინათგრძნობა? თამაზი 67 წლის იყო, მხედველობა რომ დაკარგა" - ლანა ღოღობერიძემ მეგობარს დაბრმავება უწინასწარმეტყველა