ცნობილია, რა გახდა თურქი მსახიობის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი

ჰკ

15 ივნისს, თურქული კინოსა და სერიალების სამყაროში ტრაგიკული ამბავი გავრცელდა. მსახიობი ეჯე ირთემი (Ece İrtem), რომელიც პოპულარულ სერიალ „შერბეთში“ („Kızılcık Şerbeti“) იშილის პერსონაჟს ასრულებდა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

ეს ტრაგედია ორმაგად მძიმეა მისი ოჯახის, მეგობრებისა და გულშემატკივრებისთვის, რადგან მსახიობმა გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე 35 წლის იუბილე აღნიშნა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჯე ირთემი გარდაცვალების დროს დედასთან ერთად იმყოფებოდა.

მისი ადვოკატის განცხადებით, პირველადი მონაცემებით, მსახიობის სიკვდილის სავარაუდო მიზეზი გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი) გახდა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და საბოლოო დასკვნა მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.