პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დამოუკიდებელი ჟურნალისტი ზაირა მიქატაძე „პრაიმტაიმს“ უმძიმესი მკვლელობის ისტორიის უყვება, რომლის თვითმხილველიც 1992 წელს თავად გახდა.
იგი ჩვენთან საუბრისას, დეტალურად აღწერს თუ როგორ გაიმეტეს, 15-16 წლის სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი თანატოლი სიკვდილისთვის.
„ეს მოხდა 1992 წელს, აფხაზეთის ომი ახალი დაწყებული იყო, ციოდა, რამდენადაც მახსოვს ზამთრის პერიოდი იქნებოდა. "კავეენი" ტარდებოდა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი მონაწილეობდა ამ "კავეენში". მე საღამოთი ვსწავლობდი, დოლიძეზე ვცხოვრობდი და ფეხით ავდიოდი ქუჩაზე. მაგვიანდებოდა, ჩემი ჯგუფელები "კავეენზე" იყვნენ შესულები, უკანა ეზოში ქიმიური ლაბორატორიაა და ამ გზას გავუყევი. ხელმარჯვნივ დავინახე, რომ ჩოჩქოლი და ჩხუბი იყო. იქვე სახანძრო კიბე იყო, სადაც ერთი ბიჭი იყო გადაწოლილი და მეორე ზემოდან თავზე ადგა. ვერ ვხედავდი ხელში ჰქონდა თუ არა, 15-20 ბიჭი იქნებოდა გარშემო, ბავშვები იყვნენ, სკოლის მოსწავლეები.
რომ დავინახე ასეთი ამბავი იყო, სვლა გავაგრძელე ჩქარი ნაბიჯებით, მაგრამ თვალს არ ვაშორებდი. უცებ გავიგონე გასროლის ხმა. გაცვივდნენ დანარჩენები, მობრუნდა ეს ბიჭი წელში მოხრილად თითქოს მშველელს ეძებდა, ეზოში არავინ არ იყო, ყველანი კავეენზე იყვნენ. მივვარდი სანამ ეს ბიჭი ჩაიკეცებოდა, გადმომეხმო. მომცა გაშლილი დანა, „ლისიჩკას“ ეძახდნენ, მომცა და მითხრა შენთან იყოსო. შემდეგ გავაანალიზე, რომ არ ფიქრობდა მაშინ ეს ბიჭი თუ მოკვდებოდა. ალბათ იმიტომ მაძლევდა დანას ფიქრობდა მე არ დამბრალდეს რამეო. ვერ მოვასწარი გზამდე გამოყვანა, დამძიმდა, მითხრა, მგონი, ვკვდებიო, შავი როლინგი ეცვა და არ ჩანდა სად ჰქონდა ჭრილობა. თურმე პირდაპირ გულში ჰქონია ტყვია მოხვედრილი. ასე ჩამაკვდა ხელში, ძლივს გავუძელი ამ ტკივილს და ტრაგედიას.
მომხდარის შემდეგ თითქმის ყოველ დღე მიბარებდნენ განყოფილებაში, იმდენი სურათი მაჩვენებს ამოცნობაზე, მაგრამ თავიდანვე ვთქვი, რომ არ შემეძლო ვინმეს ამოცნობა. არავის სახე არ დამინახავს.
არ მახსოვს მისი გვარი, ის ვიცი, რომ ნაშვილები ჰყავდათ გამზრდელ მშობლებს, ისეთი კარგი ბიჭი იყო ფიზიკურად“, - გვიყვება ზაირა მიქატაძე.