ხანძარი რუსთავში - არის მსხვერპლი
1764952194
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, პრემიერ - მინისტრის განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ “ 2026 წლის მიღებიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა იქნება უფასო”.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ამ ისტორიული და სოციალური სამართლიანობის ნაბიჯით, ხელისუფლება კვლავ ადასტურებს მოქალაქეებზე ზრუნვის შეუქცევად პოლიტიკას.
“სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთათვის უფასო სწავლების უმნიშვნელოვანესი პროექტი არჩევნებს კი არ უკავშირდება, არამედ განათლების სფეროს განვითარებას, ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე აბიტურიენტისთვის ცოდნის მიღების შესაძლებლობას. ამ ისტორიული და სოციალური სამართლიანობის ნაბიჯით, ხელისუფლება კვლავ ადასტურებს მოქალაქეებზე ზრუნვის შეუქცევად პოლიტიკას. ხოლო პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ცალკეულმა ლექტორებმა დროა იფიქრონ საკუთარი უნარ-ჩვევების დახვეწაზე და არა ქუჩის აქტივისტობაზე და პოლიტიკანობაზე, მათ სფეროში საინტერესო კონკურენციული პერიოდი დგება.” - წერს აბაშიძე.
ხანძარი რუსთავში - არის მსხვერპლი
1764952194
გელა ბარკალაია მიმართვას ავრცელებს
1764877955