იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ზაზა კვიციანთან ერთად მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა

იმერეთი

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული მიმდინარე და დასრულებული პროექტები განიხილეს.

იმსჯელეს 2026 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელ პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროექტების შესაბამისი სტანდარტებით შესრულების მნიშვნელობას. მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, მოადგილე ბესიკ გოფოძე და საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მინდია ღლონტი.