შენობები „სტიროქაფით" იყო აშენებული... - მაშველებს ადგილზე დაუჯერებელი სურათი დახვდათ (ვენესუელა)
1782851424
რამდენიმე საათი განაჩენის გამოცხადებამდე - რა ელის მამაკაცს, რომელმაც მშობლები დახოცა. გასულ კვირას გამართულ პროცესზე გიორგი ბეროზაშვილმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა და თავის მართლებას შეეცადა.
ყოფილი პოლიციელი ამტკიცებდა იმასაც, რომ საგამოძიებო მოქმედებების დროს გარკვეული დარღვევები იყო. გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია ბრალდების მხარე.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა საკუთარი დედ-მამა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, რის შემდეგაც ძარცვის ინსცენირება გაითამაშა. ბეროზაშვილს უვადო პატიმრობა ემუქრება.