ჯარიმა 3000 ლარამდე იზრდება - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
1727946611
მსახიობ ალეკ ბოლდუინს ბრალს წაუყენებენ ოპერატორ ჰალინა ჰაჩინსის მკვლელობისთვის, რომელიც მან შემთხვევით მოკლა ფილმის გადაღებისას.
ბოლდუინმა უკრაინელი ჰალინა ჰაჩინსი მოკლა 2021 წლის ოქტომბერში; ის 42 წლის იყო. ბოლდუინმა შემთხვევით ესროლა მას მკერდში სარეკვიზიტო პისტოლეტით, რომელშიც აღმოჩნდა საბრძოლო ტყვიები. ფილმის რეჟისორი ჯოელ სოუზაც მხარში რიკოშეტით დაიჭრა, მაგრამ ის გადარჩა.
მსახიობი გადიოდა რეპეტიციას, ამოიღო კოლტი და მიუშვირა კამერას. ის დარწმუნებული იყო, რომ რევოლვერი ცარიელი ვაზნებით იყო დატენილი, რადგან დირექტორის თანაშემწემ, რომელმაც მას იარაღი გადასცა, ყვიროდა ფრაზას „ცივი იარაღი“, რაც ნიშნავს იარაღის უსაფრთხოებას.
რეკვიზიტების მენეჯერს, ჰანა გუტიერეზ-რიდის ასევე წაუყენებენ ბრალს განზრახ მკვლელობაში.
დღეს, სანტა ფეს ოლქის პროკურორმა, მერი კარმაკ-ოლტვისმა გამოაცხადა, რომ წყვილს ბრალდება წარედგინება თვის ბოლომდე, რადგან საკმარისი მტკიცებულება იყო ამისათვის.
„კანონზე მაღლა არავინ დგას, ყველა იმსახურებს სამართლიანობას“, - დასძინა რაიონის პროკურორმა. მისი თქმით, მათ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შეაფასებს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბოლდუინსა და გუტიერეზ-რიდს 18 თვემდე პატიმრობა და 5 000 დოლარი ჯარიმა ემუქრებათ.
ალეკ ბოლდუინმა სროლის შემდეგ განაცხადა, რომ მას არ დაუჭერია ჩახმახისთვის და რომ რევოლვერმა არასწორად გაისროლა.
„მე არ ვიცი რა მოხდა. არ ვიცი, როგორ აღმოჩნდა საბრძოლო ვაზნა ამ რევოლვერში. არ ვიცი", - თქვა ბოლდუინმა.
გალინა ჰატჩინსი დაიბადა და გაიზარდა უკრაინაში. დაამთავრა კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ჟურნალისტიკის განხრით, შემდეგ კი დიდ ბრიტანეთში დოკუმენტურ ფილმებზე მუშაობდა.
2015 წელს კინემატოგრაფიული განათლება აშშ-ში მიიღო და წარმატებული კინემატოგრაფის კარიერა ჰქონდა. 2019 წელს ჟურნალმა American Cinematographer-მა იგი ამერიკული კინემატოგრაფიის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად დაასახელა.