1734018035
„10 წლის ძმა მირეკავს შეშინებული, უცხო კაცი მიბრახუნებს კარებზე, დანა მიჭირავს ხელშიო...“ - რა მოხდა საბურთალოზე
„10 წლის ძმა მირეკავს შეშინებული, უცხო კაცი მიბრახუნებს კარებზე, დანა მიჭირავს ხელში და კარებთან ვდგავარო“ - ამის შესახებ „ფეისბუქზე“ სოციალური ქსელის მომხმარებელი ქრისტი ქორიძე წერს.
„მინდა რომ ყველამ ყურადღებით წაიკითხოთ ! და გააზიაროთ !
ჩემი 10 წლის ძმა მირეკავს შეშინებული, ვიღაც უცხო კაცი მიბრახუნებს კარებზე შემოსვლა უნდაო დანა მიჭირავს ხელში და კარებთან ვდგავარო, ყველანაირი ხერხით ცდილობდა შემოსვლას ჯერ მანიპულაციას ახდენდა რომ ბავშვი გასულიყო.
ატყუებდა იმით რომ ხელში ბავშვის სასაცილო სურათი ეჭირა, რომ მისი ინტერესი გამოეწვია ან სიბრაზე და გასულიყო (ბევრი მსგავსი ქვეტექსტები)… როგორც ჩანს წინადადებებს ლოგიკურად ალაგებდა მისდა სასარგებლოდ. როცა მისმა მშვიდმა მანიპულაციამ არ გაჭრა მუქარა დაიწყო გადავიდა კარის ბრახუნზე, ყვირილზე რო ბავშვი დამფრთხალიყო, დაემუქრა თუ წყალს არ მიაწოდებდა კარებს შემოანგრევდა, ბავშვიც შეშინდა და უთხრა რომ თუ შორს გავიდოდა წყალს გადაუგდებდა, აი მანდ გადავრჩით როცა გადაუგდო წყლის ბოთლი კარის დახურვა მოასწრო) მინდა გითხრათ რომ ჯერ პოლიციას არ უპოვნია და უგზოუკლოდ დაეხეტება!!!
ვერ აგიღწეღთ ეს რამხელა შიში იყო როცა ბავშვის გვერდით არ ვიყავი როცა ვცდილობდი პარალელურად მესაუბრა ტელეფონით ამავდროულად შემეგულიანებინა და კონცენტრაცია ათად გამეყო პარალლეურად 112 ის გამოძახების შემდეგ მივიდა პოლიცია საჭირო მასალები შეაგროვა და დიდი იმედი მაქვს რომ ვიპოვით!!!
ბავშვი იძახდა რომ ტიკტოკზე გავრცელებულია ინფორმაცია სადაც აფიშირებენ რომ 28 ოქტომბერს შავი ბაზარი იხსნება და ბავშვებს იტაცებენ ) ყურად არ მიმიღია არ ვიცი ეს მისი შიშის წინადგრძნობა იყო თუ რაიმე სხვა, აქვს თუ არა ამას კავშირი ამ ამბავთან მაგრამ მინდოდა რომ მაინც ამეღნიშნა)“, - წერს ქრისტი ქორიძე.
ფაქტთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „დღეს ლაზარეს სტიქარი ჩავაცვით...“ - მამა შალვა კეკელია ვაკის ტრაგედიას გადარჩენილებზე
👉 „მირჩევნია, არცერთი კიდური მქონდეს და ლენო მყავდეს...“ - გიორგი გვარჯალაძე