1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ხმის რეჟისორი, „ლენო რეკორდსის“ დამფუძნებელი, გიორგი გვარჯალაძე გარდაცვლილი ქალიშვილის, ლენოს შესახებ საუბრობს და განმარტავს, როგორ აგრძელებს ცხოვრებას უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ.
„სამი წელი ვიჭიდავე ლენოს დაკარგვასთან და ვეცდები, მოვყვე, სად მოვედი. "დავძლიეს" ვერ ვიტყვი. ვერაფერი დავძლიე. რეალურად, ჩემი პერსპექტივიდან არაფერი შეიცვალა, არც შემსუბუქდა. არ შემიწყვეტია მუშაობა, თუ არ ჩავთვლით იმ დილას, როცა ეს ამბავი მოხდა. როცა ლენო ჩვენთან სახლში იყო გარდაცვლილი, ჩვენთან სტუდიაში ჩაწერა იყო, ნინო ქათამაძეს ვწერდი. ვისწავლე, როგორ არ ვიტირო ჩაწერის დროს, ინტერვიუს მიცემის დროს, ზოგი არტისტის ჩაწერის დროს.
ნინო ქათამაძეს ვწერდი მაგ დროს და ჩემთვის დღესაც რთულია, მახსენებს და მაახლოებს ლენოსთან. სულ ლენოა ჩემ ირგვლივ. ერთადერთი ის შევძელი, რომ ისე ხშირად არ დავდივარ საფლავზე, რადგან სადაც ვარ, ისედაც სულ მაგაში ვარ… ვისწავლე, რომ არ ვიყო საცოდავი ტიპი გარეგნულად მაინც და არ გავავრცელო მძიმე ენერგია… გამოდის, რომ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, თუმცა, კითხვაა, რის ფასად. ტიპებს არც ერთი კიდური არ აქვთ და ამასაც ეჩვევიან… ახლა ვფიქრობ, მირჩევნია, არც ერთი კიდური არ მქონდეს და ლენო მყავდეს …“ - ამბობს გიორგი გვარჯალაძე „შუადღეში“.
ასევე ნახეთ:
👉 EXCLUSIVE: „ვუყურებდი, როგორც ნახატს... ბავშვობიდანვე არაამქვეყნიური იყო..." - დავით აბაშიძე