ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
13 ოქტომბრის, ვაკის პარკის ტრაგედიიდან ზუსტად 13 დღე გავიდა. მარიტას თანაკლასელები საკლასო ოთახებს უკვე დაუბრუნდნენ... სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში კი მათ ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია ეხმარება.
„პრაიმტაიმთან“ მოძღვარი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ პირველივე წუთებიდან იცის, რადგან შოკირებული ბავშვები ვაკის პარკიდან პირდაპირ მასთან, ტაძარში მისულან. მათ ითხოვეს, რომ მარიტას, ლაზარეს და ანდრიას გამოსაჯანმრთელებლად მამაოს ჯანმრთელობის პარაკლისი აღევლინა...
„სასწაული ბავშვები არიან, ძალიან მეგობრული კლასია. ერთმანეთი უყვართ და საოცრად მეგობრობენ. დღეს ლაზარეს სტიქარი ჩავაცვით, შეიმოსა... ჩვენს ტაძარში მსახურობს.
პირველ დღეს, ორშაბათს ძალიან მძიმე დღე ჰქონდათ და სკოლაში მივყევი, საკლასო ოთახში მათთან ერთად შევედი. ვისაუბრეთ გარდაცვალებაზე, სიცოცხლის მნიშვნელობაზე... ჩვენთან, ეკლესიაში ყოველ დღე მოდიან.
ტაძარში უფასო მაღაზია გვაქვს, 300-კაცამდე მთელი კვირის საკვებს ვატანთ. ახლა კლასმა გადაწყვიტა, რომ ამ ადამიანებს მარიტას სახელით უმასპინძლონ. ორშაბათს წირვა გვქონდა, მთელმა კლასმა ზიარება მიიღო, ლაზარემ ისტიქაროსნა წირვაზე და მისმა კლასელებმა.
ტრაგედიის დღეს, 13 ოქტომბერს ტაძარში ვიყავი. ეს ბავშვები ვაკის პარკიდან, შემთხვევის შემდეგ პირდაპირ ჩემთან მოვიდნენ. მთხოვეს, მამაო, პარაკლისი გადავიხადოთ, ლაზარე და მარიტა მძიმედ არიან, ანდრიაც ცუდადააო. მათთან ურთიერთობა პირველივე დღიდან დავიწყეთ. გადავიხადეთ ჯანმრთელობის პარაკლისი...“ - იხსენებს მამა შალვა კეკელია.
ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1775502497
რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264