ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
დიზაინერი ზალიკო ბერგერი მოგზაურობის დროს მომხდარ ინციდენტს იხსენებს, რა დროსაც მიმართულება შეეშალა და ხელის მუხრუჭის გამოყენების გამო, დაკავებას გადაურჩა.
„მითხრეს, ამსტერდამიდან ბერლინში მატარებელი 20 საათში ჩამოდისო. ავიღე ბილეთი... მატარებელში ჩემი ჩემოდნებით შევედი და ფრანგულად გამოაცხადა, მივხვდი, რომ შემეშალა. ისე მინდოდა ბერლინში მოხვედრა, ისე მენატრებოდა მთელი პანდემია და ამ მატარებლით პარიზში მივდივარ... მუშტით გავტეხე ეს შუშა და stop-კრანი (ხელის მუხრუჭი) გადმოვწიე. მატარებელი კივის, მე ცალკე მიჭირავს. გამოვარდა ვიღაც ახმახი კაცი. სტოპ-კრანის (ხელის მუხრუჭი) ჩამოწევა თურმე ტერაქტია. რა ვიცი, ჩემს ბავშვობაში ხან ბორჯომში მივდიოდი, ხან თელავში, იქ ვიღაც რომ დააგვიანებდა მატარებელზე, გააჩერე, გააჩერეო, ვიღაც stop-კრანს (ხელის მუხრუჭი) გადმოწევდა და მატარებელი ჩერდებოდა. ბოლოს იმ კაცმა თვითონ მიმიყვანა ბერლინამდე, სადღაც გადამსვა“ - გაიხსენა ზალიკო ბერგერმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 VIDEO: „უხ რა კარგები არიან!“ - ამღერებული დარბაზი და აღფრთოვანებული მაყურებელი
👉 VIDEO: გიორგი ნაზღაიძის და ნინო ჩხეიძის დუეტი ინტერნეტს იპყრობს