ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
აშშ და გერმანია თანხმდებიან, რომ კრემლის ბირთვული მუქარა უპასუხისმგებლო ქმედებაა, ნაწილობრივი მობილიზაცია კი სერიოზული შეცდომა. გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინის ომთან დაკავშირებით ტელეფონით ისაუბრეს.
გერმანიის მთავრობის ცნობით, თითქმის ერთსაათიანი სატელეფონო ზარი ფოკუსირებული იყო „დიდი შვიდეულის“ და „დიდი ოცეულის“ მომავალი შეხვედრებისთვის მზადებაზე, რომელიც განიხილავს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და მის შედეგებს.
„ლიდერები შეთანხდნენ, რომ არასდროს აღიარებენ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას. ბაიდენმა და შოლცმა აღნიშნეს, რომ რუსები ვლადიმერ პუტინის არასწორი გამოთვლებისთვის „მწარე ფასს“ იხდიან. მათ გააკრიტიკეს მოსკოვის ბოლო ბირთვული მუქარები და შეთანხმდნენ, რომ ასეთი ნაბიჯი რუსეთისთვის განსაკუთრებულად სერიოზულ შედეგებს მოიტანს“, – აღნიშნულია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.