რა უნდა დადოთ 2025 წლის საახალწლო სუფრაზე
1732221470
"ევროკავშირმა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინის მუქარა სერიოზულად უნდა მიიღოს, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ეს არის სახიფათო მომენტი, რადგან რუსები კუთხეში მოიმწყვდიეს და პუტინის რეაქცია – ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის შესახებ, არის ძალიან ცუდი“, – განაცხადა ბორელმა.
ბორელის თქმით, აუცილებელია ისეთი დიპლომატიური გადაწყვეტილების მოძებნა, რომელიც უკრაინის სუვერენეტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას შეინარჩუნებს.
„სხვა შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ომის დასრულება, მაგრამ არ გვექნება მშვიდობა და გვექნება სხვა ომი“, – განაცხადა ბორელმა.