ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, გერმანია ძალიან სერიოზულად ეკიდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბირთვულ მუქარას.
„მის [პუტინის] სიტყვებს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. სხვა ყველაფერი დაუდევრობა იქნება“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ბერბოკმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის რეგიონების ანექსიასთან დაკავშირებით კრემლში გამართულ ცერემონიაზე პუტინის გამოსვლამ ნათლად აჩვენა, რომ მისი იმპერიული სიგიჟე არ შემოიფარგლება უკრაინით.
„ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. თუ რუსეთს ანექსია და შანტაჟი შერჩება და ამ ომს მოიგებს - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაანადგურებს უკრაინას - არა მხოლოდ ევროპის სამშვიდობო წესრიგი განადგურდება, არამედ არცერთი პატარა ქვეყანა აღარ იქნება დაცული“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.