ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ...“
1788942699
კორონავირუსის ენდემურ დაავადებად ჩათვლა, ჯერჯერობით ნაადრევია ვინაიდან, „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელება ჯერ არ დასტაბილურებულა,- ამის შესახებ ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ.
ინფორმაციას ამის შესახებ Politico ავრცელებს.
„ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს უზარმაზარი გაურკვევლობა და ვირუსი, რომელიც საკმაოდ სწრაფად ვითარდება და ახალ გამოწვევებს აწესებს. ნამდვილად არ ვართ ახლოს იმასთან, რომ მას ენდემური ვუწოდოთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის წარმომადგენელმა, კეტრინ სმოლვუდმა.