სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ
1728370080
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონს" რეინფიცირების მაღალი მაჩვენებელი და ზოგიერთ ვაქცინებზე გვერდის ავლა ახასიათებს, ამიტომ ვაქცინის „ბუსტერ“ დოზა ყველამ უნდა გაიკეთოს.
„პირველი რეკომენდაცია არის აცრა. შემთხვევების გაანალიზებამ გვაჩვენა, რომ მესამე აცრა სერიოზულად იცავს, ანუ „ბუსტერიზაცია“ არის ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელი მექანიზმი ეპიდემიის შემდგომი გავრცელების. ამიტომ ყველას გთხოვთ ვისაც „ბუსტერი“ არ გაგიკეთებიათ, მიბრძანდეთ და გაიკეთოთ, თქვენი ოჯახის წევრებსაც მოუწოდეთ. დღევანდელი მონაცემით, 86 ათასამდე ადამიანი უკვე მესამე დოზით არის აცრილი. „ომიკრონის“ შემთხვევების 17%-მდე გვაქვს რეინფექცია, „ომიკრონს" ახასიათებს რეინფიცირების მაღალი მაჩვენებელი და გვერდის ავლა ზოგიერთ ვაქცინებზე. ბევრი მტკიცებულება მიუთითებს, რომ თუ „ფაიზერს“ გაიკეთებთ „ბუსტერად“, მაშინ უფრო მეტად 70-80%-ით დაცული ხართ „ომიკრონით“ ინფიცირებისაგან. ამიტომ პირველი მოწოდება იქნება აცრა. წელს ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა ავცრათ, რათა ჯანმო-ს ინდიკატორზე გავიდეთ. მოვუწოდოთ ყველას, 50 წელს ზემოთ ადამიანებს, რომ აუცილებლად იყვნენ აცრილი. „ბუსტერიზაციას“ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამედიცინო ჰოსპიტლისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.