1794461315
ნინო წილოსანი: ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განვიხილეთ საპარლამენტო ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად ჩინეთში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში იგი ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა.
როგორც ვიცე-სპიკერი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრისას საქართველო-ჩინეთს შორის საპარლამენტო ურთიერთობების, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
"ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შევხვდით ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, პენ ცინხუას. შეხვედრაზე განვიხილეთ საპარლამენტო ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები, ვაჭრობის, ტურიზმის, ტექნოლოგიების, განათლებისა და პოლიტიკური თანამშრომლობის სფეროებში მიღწეული პროგრესის საფუძველზე“, - წერს ნინო წილოსანი.









