პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კახეთში, კორონავირუსის ომიკრონ შტამით, სამი არასრულწლოვანი დაინფიცირდა.
ახალი შტამით ინფიცირებული პირები, ერთი, ექვსი და ათი წლის ბავშვები, ერთი ოჯახის წევრები არიან.
ომიკრონის შტამით დაინფიცირდა ოჯახის ორი უფროსი წევრიც. ახალი შტამი, მათ, თბილისიდან თელავში ჩასული ომიკრონით ინფიცირებული ნათესავისგან გადაედოთ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი, ნელი ხიზანიშვილი რეგიონში ომიკრონის გავრცელებას ადასტურებს და განმარტავს, რომ ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები ბევრად მეტია, ვიდრე ოფიციალურად ლუგარის ლაბორატორიაში გამოკვლეული.
„კვლევას ვატარებთ იმისათვის, რომ ეპიდემიოლოგიურად დავადგინოთ, შტამი შემოსულია, თუ, არა. ჩვენ გამოვიკვლიეთ ორი ადამიანი, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ შემთხვევები ბევრად მეტია. ორივე პაციენტი ვაქცინირებულია. ერთი გახლავთ სრულიად უსიმპტომო, მეორესთან მსუბუქი მიმდინარეობა გვაქვს. თბილისიდან ჩამოტანილი შემთხვევებია და ერთი ოჯახის წევრები არიან. ამ ოჯახს, სადაც არასრულწლოვნებიც დაავადდნენ, ომიკრონის შტამით ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, ცხადია, ეს შტამი გადაედო. ფაქტია, რეგიონში ომიკრონმა უკვე გავრცელება დაიწყო"- განაცხადა ხიზანიშვილმა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის ნახტომისებური ზრდა, 5486 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ახალი შეზღუდვები, ჯერჯერობით არ დაწესებულა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი