1794461315
რა სასჯელი ემუქრებათ უსმან ნურმაგომედოვსა და მის თანმხლებ პირებს მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმისთვის
ცნობილი გამოცემა Home of fight-ი განმარტავს, რა სასჯელი შეიძლება ემუქრებოდეს უსმან ნურმაგომედოვსა და მის თანმხლებ პირებს, რომლებიც გუშინ მერაბ დვალიშვილსა და მის მეგობარს, საბა ლაზიშვილს დაესხნენ თავს.
გამოცემის ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვს შესაძლოა, ერთ წლამდე პატიმრობა და დაახლოებით 2700 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისროს - ასეთ სასჯელს არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალური კანონის 390-ე მუხლი ითვალისწინებს.
„ეს მუხლი შეიძლება ამოქმედდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მერაბ დვალიშვილი მის წინააღმდეგ საჩივარს არ შეიტანს, ვინაიდან საქმეში არაერთი ვიდეომტკიცებულება არსებობს“, - წერს გამოცემა.
ამასთანავე, 392-ე მუხლის მიხედვით, 3 ან მეტი პირის მონაწილეობით განხორციელებული ფიზიკური თავდასხმა დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა.
ცნობისთვის, 11 ნოემბერს საღამოს, აბუ-დაბიში მყოფ მერაბ დვალიშვილს, რომელიც მედიის წარმომადგენლებს ინტერვიუს აძლევდა, თავს უსმან ნურმაგომედოვი დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც მან და მისმა თანხლებმა პირებმა მერაბისგან და მისი უმცროსი მეგობრისგან, 21 წლის მოჭიდავე საბა ლაზიშვილისგან სათანადო პასუხი მიიღეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უსმან ნურმაგომედოვი და თავდასხმაში მონაწილე ყველა სხვა პირი დაკავებულია. ბრალის წარდგენის შემთხვევაში მათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.









