უახლოეს მომავალში ომიკრონის გარდა სხვა მუტაციებიც გაჩნდება - ჯანმოს სპეციალური წარმომადგენელი

დევიდ ნაბარო

უახლოეს მომავალში ომიკრონის გარდა სხვა მუტაციებიც გაჩნდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ნაბარომ განაცხადა.

ინფორმაციას GUARDIAN-ი ავრცელებს.

„გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავთ, მაგრამ პანდემიის დასასრულიდან ჯერ კიდევ შორს ვართ. დაზუსტებით არ შემიძლია გითხრათ, თუ როგორი იქნება უახლოესი რამდენიმე კვირა, მაგრამ რაც ვიცი არის ის, რომ ომიკრონის გარდა სხვა მუტაციებიც გაჩნდება.  ქვეყანათა უმეტესობაში ჰოსპიტლები გადავსებულია. ხალხმა მაქსიმალურად უნდა დაიცვას თავი. მომავალი სამი თვე საკმაოდ რთული იქნება“,- განაცხადა ნაბარომ.