კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
ამერიკელი ექიმი, ხორხე მორენო, რომელიც კონექტიკუტის კლინიკაში მუშაობს, ამბობს, რომ ომიკრონის გავრცელების გამო, საავადმყოფოს უამრავი პაციენტი მიმართავს და მათ უმეტესობას, ყლაპვის დროს, ყელის ძლიერი ტკივილი აქვს.
ამავე სიმპტომზე საუბრობენ ექიმები ნორვეგიაში, სამხრეთ აფრიკაში და დიდ ბრიტანეთში - ყელის ტკივილი ომიკრონისთვის მკვეთრად დამახასიათებელია.
აპლიკაციის Zoe COVID Symptom Study-ს მონაცემების მიხედვით, დიდ ბრიტანეთში, პაციენტების უმრავლესობისთვის ყელის ტკივილი ომიკრონის პირველი სიმპტომია.
მორენო ამბობს, რომ პაციენტები, რომლებიც მას კლინიკაში მიმართავენ, ვაქცინირებულები არიან, რაც კოვიდის მსუბუქ მიმდინარეობას განაპირობებს.
„მათთვის, ვინც ბუსტერი გაიკეთა, ომიკრონი თითქმის გაციების მსგავსია - სინუსიტის სიმპტომებით, ყელის ტკივილით. რამდენიმე დღის შემდეგ, მათ უკვე შეუძლიათ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ" - ამბობს მორენო.
ასევე ნახეთ ვიდეო - რას ამბობდა კორონავირუსზე ლექტორი, რომელიც ვირუსმა იმსხვერპლა