"თქვა, რომ დედამ მისი და დაახრჩო..." - ბიჭმა, რომელმაც 7 წლის ასაკში დედის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, დუმილი დაარღვია

ეიჯეი

ბიჭმა, რომელმაც სასამართლოს უთხრა, რომ დედამ მისი და დაახრჩო, როდესაც ის 7 წლის იყო, დუმილი დაარღვია.

იგი შემთხვევის შესახებ 17 წლის შემდეგ ალაპარაკდა. შემთხვევა 2007 წლის 8 აგვისტოს მოხდა. მაშინ პოლიციამ პატარა გოგონა უგონო მდგომარეობაში აბაზანაში იპოვა. 

2008 წელს ქალი სასამართლოს წინაშე წარდგა პირველი ხარისხის მკვლელობისა და ბავშვზე ძალადობის ბრალდებით.

ლუისმა გამოიძახა სასწრაფო დახმარება და თქვა, რომ მისი პატარა გოგონა არ სუნთქავდა. სამედიცინო ჰოსპიტალში გადაყვანიდან ერთი საათის შემდეგ გოგონა გარდაიცვალა. 

მთელი ინციდენტი ითვლებოდა შემთხვევით დახრჩობად, სანამ გოგონას პატარა ძმამ, ეიჯეიმ პოლიციასთან ინტერვიუში არ გაამხილა ის, რაც ნახა.

ეიჯეიმ თქვა, რომ ის შეესწრო როგორ ახრჩობდა დედა გოგონას აუზში არასწორი საქციელის გამო. 

„დედამ დაახრჩო ჩემი და. მან რაღაც ისეთი გააკეთა, რამაც დედაჩემი გააგიჟა და იგი აუზში ჩააგდო", - თქვა მან.

ლუისი ყოველთვის ამბობდა, რომ უდანაშაულო იყო. როგორც იგი ამბობდა, ვერ იჯერებდა, რომ შვილმა მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა: „მე ის მიყვარს, რაც არ უნდა მოხდეს, მე ყოველთვის მეყვარება“

ახლა უკვე 24 წლის ეიჯეიმ თქვა, რომ მის მშვილებელ ოჯახთან ბევრად ბედნიერი იყო და ეს იყო „თითქმის 360 გრადუსით განსხვავება“. როგორც ჩანს, დედა ბავშვებზე ხშირად ძალადობდა. 

„ორ ოჯახს შორის განსხვავება იყო დღე და ღამე. დედასთან სულ დაძაბული ვიყავი, ის ჩვენზე ძალადობდა. დიდი ხანია არ მილაპარაკია ამ თემაზე, ასე რომ რაღაც რაღაცები მახსენდება ჩემი წინა ცხოვრების შესახებ. უმეტესწილად, მახსოვს შეურაცხყოფა. ხანდახან ჩვენ ვერც კი ვხედავდით მას ისეთ დონეზე ვიყავით ნაცემები“,- იხსენებს ეიჯეი. 

2008 წელს ლუისი გაასამართლეს მკვლელობაში და მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა, დამატებით 30 წლით ბავშვზე ძალადობისთვის.