„შესაძლებლობები თქვენს ხელშია“ - ყველაზე წარმატებული დღეები მარტში

ასტროლოგია ფული

2023 წლის მარტი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის ბევრი სიახლითა და თავგადასავლით იქნება სავსე. თუმცა, ასტროლოგები მაინც გამოყოფენ კონკრეტულ თარიღებს, როცა განსაკუთრებული იღბალი და წარმატება გველის:

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა თევზების ნიშანში პლანეტა სატურნის გადასვლაა, რომელიც 7 მარტს მოხდება. ასტროლოგების თქმით, ეს თითოეულ ადამიანზე იმოქმედებს. აღნიშნულმა კომბინაციამ შესაძლოა, კრეატიულობა, კეთილშობილება, სულიერება და თანაგრძნობა კიდევ უფრო გაამძაფროს. გარდა ამისა, შევძლებთ, ლიდერული თვისებების გამოვლენას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და ისეთი პრობლემის გადაჭრას, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვაგვარებდით. ეს შესანიშნავი დროა ყველამ იფიქროს იმაზე, თუ როგორ უნდა დაძლიოს წარმოსახვითი შეზღუდვები დიდი მიზნებისა და ოცნებების მისაღწევად.

თევზების სეზონი 20 მარტს მთავრდება. ეს არის პერიოდი, როდესაც განვლილი დღეების შეფასებას შევძლებთ და კარგ მაგალითებსაც ვნახავთ, რაც სამომავლო წარმატებისა და მიღწევებისთვის დაგვეხმარება. 

21 მარტს ვერძში ახალი მთვარე იქნება. ასტროლოგიაში ახალი მთვარე ვერძის ნიშანში ძალიან ძლიერ პერიოდად ითვლება, რომელსაც შეუძლია, ცხოვრების ბევრ სფეროზე მოახდინოს გავლენა. ამ დროს ადამიანები საკუთარ შიშებს, კომპლექსებსა და შეცდომებს პირისპირ ხვდებიან და ცდილობენ გაიგონ, რა შეცვალონ სამომავლოდ. ითვლება, რომ ეს მოტივაციის შესანიშნავი წყაროა. ასტროლოგიაში ვერძი რაღაც ახლის დასაწყისთან ასოცირდება . ამიტომაც, როდესაც ამ ნიშანში ახალი მთვარეა, თითოეულ ადამიანს უამრავი ძალიან კრეატიული, საჭირო და გამოსადეგი იდეა აქვს, რომლებსაც ყურადღება უნდა მიქციონ. ენერგიის მოზღვავებასა და მოტივაციას იგრძნობთ, ამიტომ დიდი შანსია, რომ საკუთარი შესაძლებლობები ბევრი სხვადასხვა მიმართულებით გამოავლინოთ და ფინანსური წარმატება მოიზიდოთ.

26 მარტს კი მარსისა და მთვარის შეერთება ურთიერთობებში სრულიად ახალ ეტაპს წარმოშობს. დროა, უფრო მყარი ნაბიჯი გადადგათ საყვარელი ადამიანებისკენ და სიყვარულში გამოუტყდეთ, ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანა შესთავაზოთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. შესაძლებლობები თქვენს ხელშია, იყავით ყურადღებით, გამოიყენეთ შანსი და თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალეთ.

წყარო