1728456679
ტრაგედიით დასრულებული სასიყვარულო ურთიერთობა - კესარია აბრამიძის მკვლელობის დეტალები
37 წლის მოდელის და მსახიობის კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს.
მეგობარმა მამაკაცმა სასტიკი მკვლელობა 14 წუთში ჩაიდინა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ჯაიანმა მეგობარ ქალს დანით სხეულის სხვადასხვა არეში 28 ჭრილობა მიაყენა.
სასტიკი დანაშაულის საქმის პროკურორის თქმით, ბრალდებულის, ბექა ჯაიანის მიერ მიცემული ჩვენება მიუთითებს, რომ მას აბრამიძის მკვლელობის განზრახვა ჰქონდა.
„გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული, და მის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების აუდიო-ვიდეო ამსახველი ჩანაწერი, სადაც ის აღიარებს და ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მას სურვილი ჰქონდა, რომ სიცოცხლე მოესპო გარდაცვლილისთვის“, - აცხადებს საქმის პროკურორი.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციითვე, ჯაიანს საქართველოდან გაქცევა და აფხაზეთში მიმალვა სურდა.
უფრო მეტ დეტალს, გახმაურებული მკვლელობის შესახებ გაიგებთ კვირას, 21:00 საათზე, კურიერი P.S-ში.
ნახეთ ანონსი ⇓