გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის ბრალდებული ბექა ჯაიანის დედა პირველ კომენტარს აკეთებს.
ჯაიანის დედა ამბობს, რომ კესარიას მკვლელობამდე მას ცოტა ხნით ადრე ესაუბრა.
„მინდა მივუსამძიმრო კესარიას დედას და ბოდიში მოვუხადო. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ვესაუბრე კესოს, შენს შვილს ცოლად მოვყავარ და თანახმა ხარო? ასე მითხრა“,- ამბობს ბექა ჯაიანის დედა „ნოდარ მელაძის შაბათთან“ საუბრისას.
კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის დაკავებულ ბექა ჯაიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
26 წლის მამაკაცი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან, მკვლელობიდან მალევე აიყვანეს, ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულ მამაკაცს ტრანსგენდერ ქალთან ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა.
მოდელი და მსახიობი კესარია აბრამიძე, საკუთარ სახლში, მოკლული 2 დღის წინ მეზობლებმა ნახეს. მას, ცივი იარაღით, 20-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
ბექა ჯაიანის წინააღმდეგ საქმე აღძრულია გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის. ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.