„მკვლელი უნდა დაისაჯოს...“ - კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის დედა

კესარია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის, დედა მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს. 

„ეს იყო შოკი ჩემთვის, მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო კე­სა­რი­ას დე­დას და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო. დღეს შვილს არავის უნდა უკლავდნენ.

მე ორი­ვეს ვტი­რი, რო­გორც კე­სოს, ისე ბე­ქას. რაც არ უნდა ყიფილიყო, სიცოცხლის გამოსალმებას არაფერი ამართლებს. მკვლელი უნდა დაისაჯოს. ბექასგან მიკვირს რომ ასეთი სისასტიკე ჩაიდინა, მას გამართლება ნამდვილად არ აქვს.

ძალადობაზე არაფერი ვიცოდი, მას (კესარიას) უნდოდა, რომ ბექას ცოლად მოეყვანა.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ვე­სა­უბ­რე კე­სოს, შენს შვილს ცო­ლად მოვ­ყა­ვა­რო და თა­ნახ­მა ხარო? მი­თხრა“, - ამბობს ბექა ჯაიანის დედა.

შეგახსენებთ, რომ მოდელი და მსახიობი, კესარია აბრამიძე  18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ სახლში მოკლეს. 37 წლის ქალს 28 ჭრილობა აღენიშნებოდა.

კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით, მისი მეგობარი მამაკაცი ბექა ჯაიანი დააკავეს.

მოსამართლემ გუშინ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, ბექა ჯაიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.