შემოდგომის ჰოროსკოპი – ვის და როდის ელის მნიშვნელოვანი ცვლილებები

შემოდგომის ჰოროსკოპი

როგორც ასტროლოგები ამბობენ, განსაკუთრებით ემოციური პერიოდია, როდესაც შესაძლოა, მომატებული შფოთვა, გაღიზიანება ვიგრძნოთ და ამან ურთიერთობებზე ნეგატიური გავლენა მოხდინოს. ამავდროულად, პლანეტა სატურნის გავლენით აღნიშნულ პერიოდში ყველაფერი, რაც ყალბია ან დასასრულისთვისაა განწირული, საბოლოოდ დასრულდება… თითოეულ ადამიანს მოუწევს, ილუზიებს დაემშვიდობოს და მოვლენებს რეალურად შეხედოს.

სასწორის ნიშანში 2 ოქტომბერს მზის დაბნელება იქნება და ამით შემოდგომის დაბნელების დერეფანი დასრულდება. თუმცა, ამავდროულად, აღნიშნულ ნიშანში პლანეტა იუპიტერი რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს. უკვე 9 ოქტომბერს, პლანეტა ტყუპების ნიშანში გადავა და როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს ასტროლოგიური მოვლება დაგვაბრუნებს იმ ურთიერთობებთან და საქმეებთან, რომლებიც მაისში უნდა დაწყებულიყო ან კიდევ დავიწყეთ, მაგრამ აღარ გავაგრძელეთ. მაგალითად, საქმიან მოლაპარაკებებთან, მოგზაურობის განახლებასთან, პირად კომუნიკაციასთან და ასე შემდეგ.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, შემოდგომის ბოლო თვე ბევრი ადამიანისათვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდება. პლუტონი თხის რქას დაუპირისპირდება, მარსი კი კირჩხიბის ნიშანში იქნება, რის შედეგადაც 1-დან 4 ნოემბრამდე გაგიჩნდებათ ისეთი განცდა, თითქოს, ყველა პრობლემამ და ემოციურმა ამბავმა ერთად მოიყარა თავი. სასიყვარულო სამკუთხედების საკითხები გააქტიურდება, რაც ბევრი წყვილისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება. ნახეთ სრულად