14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის მე-14-15 დღე. დღეს მთვარის პოზიცია მეტად გამოკვეთს არაჰარმონიულ ტენდენციებს. დღის პირველ ნახევარში, მოსალოდნელია ურთიერთობებში არასასიამოვნო ნოტების გაჩენა, რაც შესაძლოა, წარსულს უკავშირდებოდეს. მნიშვნელოვანია, ემოციები აკონტროლოთ და არ გააფუჭოთ ახალი ურთიერობების დასაწყისი. დღის მეორე ნახევარში, კიდევ მეტად გაიზრდება ემოციურობა.

სანამ იმოქმედებთ, აუცილებელია კარგად გაიაზროთ და გააანალიზოთ თქვენი სურვილების ასრულების შესაძლო შედეგები, რათა არ განიცადოთ იმედგაცრუება.

ვერძი

დღეს განსაკუთრებულს არაფერს უნდა ელოდოთ. დილით, არ ღირს დიალოგში შესვლა საჭირო ადამიანებთან. 

დღის მეორე ნახევარში, თავს გაგახსენებთ დაუმთავრებელი საქმეები, ფრთხილად იყავით ფინანსებთან.

კურო

სჯობს, მოერგოთ არსებულ ვითარებას, დამალოთ საკუთარი ემოციები და სურვილები,- ეს ახლა აუცილებელია, რათა ბოლომდე მიიყვანოთ დაწყებული საქმეები.   

ნუ გახდით საჯაროს საკუთარ პრობლემებს, პირიქით, ყველას აჩვენეთ, რომ ყველაფერი საუკეთესოდ გაქვთ. 

ტყუპები

ფარულმა პრობლემურმა ნიუანსებმა შესაძლოა, დღეს თავი შეგახსენოთ, რომელიც სანდო პროექტებსა თუ ჰარმონიულ ურთიერთობებშიც კი შეიძლება მოიძებნოს. ასეთი უსიამოვნო დეტალები, დიდი ალბათობით, წარსულის კვალი იქნება, რომელიც დროა, სამუდამოდ გაანეიტრალოთ. 

დღის მეორე ნახევარში ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. კარგი იქნება პირადი სივრცის მოწესრიგება.

კირჩხიბი

დღეს, შესაძლოა გაგიჭირდეთ ერთ კონკრეტულ საქმეზე კონცენტრირება. ასევე შესაძლოა დახმარებისთვის ახლობლებმა მოგმართონ, რის გამოც საკუთარი საქმეების გადადება მოგიწევთ.

ლომი

თქვენი მიზანსწრაფვა, ხალისი და ენერგია საშუალებას მოგცემთ, ყველა პრობლემას თავი დააღწიოთ, მთავარია, ენდოთ ინტუიციას.

ქალწული

იყავით ფრთხილი და წინდახედული, ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს, ნურც თავში მოსულ ყველა იდეას შეეჭიდებით. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში.

სასწორი

შესაძლოა, დღეს გარკვეულმა სირთულეებმა იჩინოს თავი (განსაკუთრებით მათთვის, ვინც ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიბადნენ). ნეგატიური ველის განეიტრალებისთვის, მაქსიმალურად გააკონტროლეთ ემოციები, არ განიხილოთ მნიშვნელოვანი თემები არც სახლში არც პარტნიორებთან.

დღის მეორე ნახევარი კარგია საოჯახო საქმეებისთვის.

მორიელი

დღეს, შესაძლოა ძველმა ნაცნობებმა შეგახსენონ თავი და მათთან დაკავშირებულმა ამბებმა პრობლემა შეგიქმნათ. ნუ იჩქარებთ, ყველაფერი იღონეთ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

მშვილდოსანი

დღეს ვარსკვლავები მშვილდოსანს ურჩევენ, დროებით შეზღუდონ აქტიური მოქმედებები, რადგან იგვლივ არახელსაყრელი ფსიქოლოგიური ატმოსფეროა. დღის მეორე ნახევარში, მხოლოდ გააზრებული ნაბიჯები გადადგით.

თხის რქა

დღეს გარემოებები არც თუ ისე მეგობრულია თხის რქების მიმართ, მაგრამ ყველა გზას არ უკეტავს. დღის პირველი ნახევარი ყველაზე რთული იქნება: ამ დროს ისინი არ არიან დაცული არც გარე უსიამოვნებებისგან და არც შიდა პრობლემებისგან. სასურველია, აქტიური მოქმედებები გადაიტანოთ დღის მეორე ნახევარში, როდესაც წარმატება სწორი ტაქტიკის არჩევაზე იქნება დამოკიდებული.

მერწყული

მერწყულს დღეს საუკეთესო დღე აქვს. თუმცა, უნდა ერიდოს დისკუსიებსა და კამათს, რომელთა ფესვები წარსულშია.

გააორმაგეთ წინდახედულობა, რათა არ დაუშვათ სტრატეგიული ხასიათის შეცდომა.

თევზები

ბევრი იფიქრეთ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ. დღეს ვარსკვლავები თევზებს ურჩევენ აკონტროლონ საკუთარი სურვილები, რადგან გარემოებები არ უწყობს ხელს მათ განხორციელებას.