პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„რუსთავი 2“-ზე ახალი რეალითი შოუ „პრაიმჰაუსი“ დაიწყო, რომლის ერთ-ერთი მონაწილე ტატო კახიძეა. გუშინდელ გადაცემაში მან ნიკოლოზ ხაჩიძის რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.
მან საკუთარი ცხოვრების მძიმე პერიოდის შესახებ ისაუბრა:
„მშობლები რომ გაშორდნენ ორი წლის ვიყავი. მამასთან ურთიერთობა არ მახსოვს. საერთოდ არ მახსოვს. სულ მქონდა იმის ინტერესი, თუ რატომ არ ცხოვრობს ჩვენთან. სანამ წამოვიზრდებოდი მხოლოდ მოკითხვა იყო. ბათუმში ცხოვრობდა და რაღაც უშუალოდ შეხება არ ჰქონია. არასრულწლოვანი ვიყავი, როდესაც ჩემი წაყვანა საზღვარგარეთ გადაწყვიტეს. მანდ მამის თანხმობა სჭირდებოდა. ეგ იყო ერთი შეხვედრა, როდესაც მოზარდმა ვნახე. მაშინ დაახლოებით 12 წლის ვიყავი. ჩემი მამინცავალი ისეთი ადამიანი იყო, როცა ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა პროტესტი გამიქრა... მაგრამ, ნამდვილი მამის მოთხოვნილებას ვერაფერი შეცვლის,“ - ამბობს ტატო კახიძე.