მევლუდ მელაძე საახალწლო ნაძვის ხეებს აგროვებს, რომ მათი სიცოცხლე გადაარჩინოს

ნაძვის ხე

„ყველას ვისაც საახალწლოდ ცოცხალი ნაძვის ხე გქონდათ ქოთანში, გთხოვთ არ დაიზაროთ, არ გადააგდოთ და ჩვენთან მოიტანეთ“, - ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი,  მევლუდ მელაძე  სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ერთი სიცოცხლე უკვე გადაარჩა.

„Lilo Arena ჯერ არ გახსნილა, მაგრამ უკვე ერთი სიცოცხლე გადაარჩინა  
ყველას, ვისაც საახალწლოდ ცოცხალი ნაძვის ხე გქონდათ ქოთანში, გთხოვთ არ დაიზაროთ, არ გადააგდოთ და ჩვენთან მოიტანეთ. ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია!  
მისამართი კომენტარებში“, - წერს მევლუდ მელაძე სოციალურ ქსელში.