მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომანქანა, რომლითაც „ნაცმოძრაობის“ აჭარის ლიდერები გადაადგილდებოდნენ და „ქართული ოცნების“ ბანერებს ანადგურებდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, 16 ოქტომბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ სარფში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა, მამუკა ჯევაიშმა თანმხლებ პირებთან ერთად დააზიანა „ქართული ოცნების“ ორი საარჩევნო ბილბორდი, რის შესახებაც „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის შტაბმა აღნიშნულის შესახებ შეტყობინება 112-ს გადასცა.
შეტყობინების საფუძველზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე დაიწყო.