VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
29 წლის მამა თეიმურაზ ქორიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინფორმაციას მისი მეუღლე, რუსკა ზაბახიძე უზიარებს მოქალაქეებს.
„როგორც ყოველთვის, ჩემი თხოვნა შეასრულა, იბრძოლა და დაბრუნდა. ძალიან დიდი მადლობა ყველას ასეთი სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის, უდიდესი ძალა ხართ,“ – წერს რუსკა ზაბახიძე.
მამა თეიმურაზ ქორიძე 2016 წლიდან ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპარქიის მღვდელმსახურია.
ცნობისთვის, 30 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა მოძღვარი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, დეკანოზს ფილტვების დაზიანება ჰქონდა.
ასევე ნახეთ:
„ვშიშობ, „პრაიმ ჰაუსში“ მისვლა მომიწევს...“ - სალომე უშხვანი