პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ათი წლის დათი ქოქრაშვილის დედამ, ქრისტინე მამუკაშვილმა "პრაიმტაიმს", ცოტა ხნის წინ, ძალზე გულახდილი და ემოციური ინტერვიუ მისცა. საყვარელი პატარა დათი, რომელიც საზოგადოებამ საშინელი ავტოავარიის (შარტავა ქუჩაზე) შემდეგ გაიცნო, ამჟამად ამერიკაში, ოპერაციებისა და მისთვის მორგებული პროთეზის მოლოდინშია.
"ყოველთვის ლაღ და პოზიტიურ ადამიანად ვთვლიდი თავს და თავიდან თითქოს ნაწყენი ვიყავი, უამრავი კითხვა მქონდა: ღმერთმა რის გამო დამსაჯა? რატომ მაინც და მაინც მე? რატომ ჩემი შვილი-მეთქი? მაგრამ მერე, თითქოს უფრო კარგად გავიცანი უფალი, მეტად მივენდე და შევიყვარე… დღეს უკვე პიროვნული ურთიერთობა ვისწავლე მასთან, მამასავით მივმართავ და ველაპარაკები ხოლმე… მისი ნების გარეშე არაფერი ხდება და იმისიც მჯერა, რომ თუ აქამდე მოგვიყვანა, შუა გზაში არ მიგვატოვებს და ბოლომდე ფეხზე დამიყენებს შვილს" - უამბობს ქრისტინე ჩვენს მკითხველს.
ბიჭუნამ ბევრი ოპერაცია გადაიტანა - საქართველოში, წმინდა მიწაზე, გერმანიაში, ამერიკაში... დათის სასწაულებრივ გადარჩენაში სამყაროს შემოქმედის ხელი თვალნათლივ იგრძნობა...
ავარიის შემდეგ, მასთან მიიყვანეს დედა პარასკევა, რომელმაც მამა გაბრიელის შემოსამოსელით შემოსა ბიჭი, ილოცა და...
ამ ისტორიას მამა გაბრიელის სულიერი შვილი, მანანა ხორბალაძე გვიყვება:
"თავიდან, როდესაც ეს თავზარდამცემი ამბავი შევიტყვე, ადგილს ვეღარ ვპოულობდი, ცრემლები ღვარად მდიოდა. წარმოვიდგინე, რა დღეში იყო ჩემი ქრისტი, ირაკლი. ქრისტის ბავშვობამ ჩემს თვალწინ გაიარა. უსაყვარლესი და გამორჩეული ბავშვი იყო, თავისი სათნოებით და სიკეთით. ვფიქრობდი, რა გაუსაძლის დღეში იყო ჩემი მეგობარი ნინო (დათის ბებია).
მაშინვე დედა პარასკევას დავურეკე. მითხრა, ახლავე მივდივარ თბილისში, დრო ძალიან ცოტა დარჩაო. როდესაც რეანიმაციაში დედა პარასკევა შევიდა, დათის მამას გაბრიელის ქუდი დააფარა. ამ ამბის შემდეგ მთელ ოჯახს უდიდესი იმედი ჩაესახათ და ის ურვა და დარდი, თითქოს სადღაც გაუქრათ. ცოტა ხანში მირეკავს დედა პარასკევა და მეუბნება, მამა გაბრიელი ამბობს, დათი გადარჩება და ძალიან კარგი კაცი იქნება, მაგრამ წინ უდიდესი განსაცდელები და უამრავი ოპერაციები ელოდებაო...
დათისთვის მართლმადიდებლური სამყარო შევძარი. სწორედ ამდენი ხალხის ლოცვისა და დათის მშობლების რწმენის გამო აჩუქა სიცოცხლე უფალმა ბავშვს.
ვნების კვირაში, დილით თვალი რომ გავახილე, პირჯვარი გამოვისახე და დათი შევავედრე უფალს. შემდეგ ისევ დავხუჭე თვალები. ხომ არის შემთხვევა, დილით გაღვიძება რომ გეზარება და ისევ თვალებს ხუჭავ. ასე იყო სამივეჯერ...
დავხუჭე თვალები და ზეცაში გუმბათს ვხედავ, რომლის შუაშიც ზის მაცხოვარი, გვერდით დედა ღვთისმშობელი უზის და უამრავი წმინდანისა და ანგელოზის გარემოცვაშია. წინ ედგათ მდუმარე, თავდახრილი პატარა კრავი. რაღაცაზე მსჯელობდნენ, მე მათი ხმები არ მესმოდა. თითქოს სასამართლო პროცესივით იყო და განაჩენი უნდა გამოეტანათ. გაისმა ხმა, "დაიკლას თუ არა ღვთის კრავი."
მეორე დილას, ისევ გუმბათის ხილვა მქონდა. ვხედავ მაცხოვარს, ღვთისმშობელს, წმინდანებს, ანგელოზთა დასს... ვლოცულობ: გთხოვ, უფალო, მეორე სიცოცხლე აჩუქე პატარა დავითს-მეთქი. მაცხოვარს მარჯვენა ხელში დიდი ოქროს ჯვარი ეჭირა. ჩემი ვედრების შემდეგ ეს ჯვარი აღმართა მაცხოვარმა და გადამსახა. თვალები გავახილე და ეს ყოველივე გაუჩინარდა.
მესამედ სამების დიდი ხატი ვნახე, ცოცხლად. თითქოს გაცოცხლდა წმინდა სამება, გვერდით კი, ზუსტად მათ სიმაღლეზე დათუნა იჯდა. ბავშვს მარცხენა მხარზე სამი ძალიან დიდი ოქროსფერი ჯვარი ჰქონდა. დაახლოებით მენჯის ძვლამდე ჩამოსდიოდა ჯვრები.
ჯვართან დაკავშირებულ სასწაულს იხსენებს ქრისტინეც.
ქრისტინე მამუკაშვილი: დათიმ, გაღვიძებისთანავე, ჯვარი დაინახა, რომელიც საწოლთან ეკიდა. ხელის კანკალით ჩამოხსნა და იმდენი კოცნა, გაოგნებულები ვუყურებდით… არავინ იცის, სად იმოგზაურა და რა ნახა იმ პერიოდში, მაგრამ ფაქტია, რომ ჯვრის დანახვაზე ეს რეაქცია ჰქონდა.
როდესაც დედა პარასკევასთან ერთად მამა გაბრიელის დაუჯდომელი წავიკითხეთ და ზეთი აცხო, ეს იყო მომენტი, როდესაც ცხადად ვიგრძენი, რომ მამა გაბრიელი ჩვენთან იყო და არ მიგვატოვებდა ამ განსაცდელში. თითქოს ის იყო შუამავალი ჩვენსა და უფალს შორის და მართლაც, იმ დღის შემდეგ, მე არ დამიკარგავს რწმენა, რომ დათი იცოცხლებდა.
დათიკოს გადარჩენა თავიდან ბოლომდე სასწაულია, ჩემი აზრით, ყველაფერში იგრძნობა ღმერთის ხელი. არ გაგვწირა უფალმა და მოგვცა შანსი, რომ თავიდან დაგვეწყო ცხოვრება, ისე როგორც მას სურდა.
ასევე დაგაინტერესებთ: