დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მამა თეიმურაზ ქორიძე გამოჯანმრთელდა. ამ სასიხარულო ინფორმაციას, სოციალური ქსელის მეშვეობით, თავად ამცნობს თავის გულშემატკივრებს.
ფილტვების დაზიანებით კლინიკაში შეყვანილი სასულიერო პირი 30 სექტემბრიდან მოყოლებული თითქმის ერთი თვე მართვით სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა...
"მადლობა უფალს.
ვერასოდეს გადავიხდი იმ უდიდესი სიყვარულის ამაგს, რომელიც რეანიმაციის სიკვდილისფერ კედლებში სიცოცხლის შუქად მენთებოდა.
ეს თქვენი სიყვარულია!
თქვენი თანადგომა უზომოდ მაძლიერებდა იმ მძიმე დღეებში, როდესაც ჩემთვის დრო გაჩერებული იყო და ღვთის უდიდეს წყალობას მინდობილი, თქვენი სიყვარული იყო ის ძალა, რომელიც არ მაძლევდა უფლებას მოვდუნებულიყავი.
მადლობა უფალს. მადლობა ჩემს ოჯახს მოთმინებისთვის. მადლობა ყველა ჩემთვის მლოცველს. მადლობა ექიმებს დაუღალავი შრომისათვის. ახლა სახლში ვარ და აქ განვაგრძობ მკურნალობას. მაპატიეთ, ყველა შეტყობინებას პირადად, რომ ვერ ვპასუხობ.
მიყვარხართ უმიზეზოდ", - წერს სასულიერო პირი სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ:
„როგორც ყოველთვის, ჩემი თხოვნა შეასრულა...“ - რას წერს მამა თეიმურაზ ქორიძის მეუღლე