თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალი 22 საათით შეუწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„20 სექტემბერს  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩაზე ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 20 სექტემბერს 10:00 საათიდან 21 სექტემბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში:

ვარკეთილი 3-ის I , II, III, IIIა, IV მ/რ -ებს, ვარკეთილი 2-ს, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, სუხიშვილის, რაფაელ დვალის, თაყაიშვილის, დიმიტრი ალექსიძის, ნიკოლოზ ლანდიას, ვიქტორ კუპრაძის, სადგერის, ყადირ შერვაშიძის, აკაკი ჩხენკელის, ოჯალეშის, ლადო კოტეტიშვილის და რწმენის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.