მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
1733776207
კრწანისის რაიონში, აფხაზეთის ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოწყობის გამო, 10 იანვრიდან 10 მაისის ჩათვლით, საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა აფხაზეთის პირველ და მეორე ჩიხს, ასევე აფხაზეთის ქუჩას (ცოტნე დადიანის ქუჩიდან აფხაზეთის მესამე ჩიხამდე არსებული საგზაო მონაკვეთი) შეეხება.
სამუშაოების განმავლობაში, ავტომობილები აფხაზეთის ქუჩიდან გადაადგილებას შეძლებენ გაგრის, ილორის, ხვიტიასა და ცოტნე დადიანის პირველი გასასვლელის მიმართულებით. მოძრაობა ასევე დასაშვები იქნება ერეკლეს, თამარ მეფის, გულბაანის, სოხუმის, პატარაიასა და დავით აღმაშენებლის ქუჩების გამოყენებით. ანალოგიური მარშრუტი იმოქმედებს უკუმიმართულებით გადაადგილებისას.
დროის აღნიშნულ პერიოდში, მიკროავტობუსი N412 რუსთავის გზატკეცილიდან (ქვემო ფონიჭალა, კორპუსი N19-ის მიმდებარედ) აფხაზეთის ქუჩამდე (აფხაზეთის III ჩიხი გადაკვეთა) იმოძრავებს. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი მგზავრებს ანალოგიური მარშრუტით მოემსახურება.