ინტენსიურად იბომბება ლუგანსკის ოლქი - ვითარება უკრაინაში

ომი უკრაინაში

რუსულმა ძალებმა ხერსონში საცხოვრებელი კვარტალი დაბომბეს. ცნობილია 1 გარდაცვლილის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ჭურვი საცხოვრებელი კვარტლის გზაჯვარედინზე ჩამოვარდა, რასაც კერძო საცხოვრებელ სახლში ხანძარი მოჰყვა.

ინტენსიურად იბომბება ლუგანსკის ოლქი. 2 მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა სოფელ ნევსკოეს დაბომბვას, 2 დაშავდა. მიმდინარეობს ბრძოლა სოფელ ნოვოსელოევსკისთვის. დასახლება მთლიანად განადგურებული და ცარიელია.

განსაკუთრებით აქტიურია სამხედრო მოქმედებები ხარკოვსა და დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით, შეტევამდე რუსი ჯარისკაცები გადაჯგუფდნენ, აღადგინეს დანაკარგები, განალაგებს დამატებითი რაზმები და შეცვალეს ტაქტიკა. ოკუპანტები მასურად იყენებენ არტილერიას, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებსა და ნაღმმტყორცნებს.