„მცველებისთვის ეს ჯოჯოხეთია“ - ფრანგი ანალიტიკოსი პსჟ-ს შეტევაზე

კვარა

ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა, რომან ბედუკმა „ბრესტის“ წინააღმდეგ პსჟ-ს დამაჯერებელ გამარჯვებას სპეციალური სტატია მიუძღვნა და შეტევით ტიოზე ისაუბრა.

ბუნებრივია, ბედუკის ყურადღების ცენტრში განსაკუთრებულად ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე და ბრედლი ბარკოლა მოექცნენ.

რა წერია ბედუკის სტატიაში:

„5:2 ბრესტთან, ეს ბრწყინვალე გამარჯვება იყო. გაითვალისწინეთ, რომ ეს ერთადერთი მატჩი იყო, რომელიც ფინისტერში მიმდინარე სეზონში ჩატარდა, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე გუნდებს თამაში გინგამში, უფრო დიდ სტადიონზე მოუწევთ. ბომბარდირები დემბელე და რამუში იყვნენ... დიახ, 5 გოლი და მხოლოდ 2 ბომბარდირი. ჰეთ-თრიკი დემბელესთვის და დუბლი რამუშისთვის. უსმან დემბელემ ზედიზედ ორ შეხვედრაში შეასრულა ჰეთ-თრიკი და კლუბის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ეს შეძლო. ნუ ვილაპარაკებთ ზლატანზე, მბაპეზე, კავანიზე... არა, ამ რეკორდის დამყარება დემბელემ შეძლო. თუ ერთი თვის წინ მეტყოდით, რომ დემბელე ამას შეძლებდა, დარწმუნებული ვარ, ვერ დავიჯერებდი...“

განაგრძე კითხვა