„მეგონა, რომ გამარჯვებას უმარს მისცემდნენ, მაგრამ...“ - ჯო როგანი საჩემპიონო ჩხუბზე

დვალიშვილი

ცნობილმა ამერიკელმა პოდკასტერმა და UFC-ის კომენტატორმა, ჯო როგანმა მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ჩხუბი გაიხსენა და მას სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში ერთ-ერთი ყველა დროის საუკეთესო ბრძოლა უწოდა.

ჯო როგანმა აღნიშნა, რომ ბრძოლის დასრულების შემდეგ, ფიქრობდა, რომ მსაჯები გამარჯვებას უმარ ნურმაგომედოვს მისცემდნენ, თუმცა, მერაბმა მაინც დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

რას ამბობს ჯო როგანი:

„მერაბ დვალიშვილი და უმარ ნურმაგომედოვი ახლო დისტანციაზე ჩხუბობდნენ და ბევრი დარტყმა გაცვალეს. საბოლოოდ მერაბმა მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო. წარმოუდგენელი ბრძოლა იყო! ალბათ, სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში საუკეთესო სატიტულო ბრძოლაც... წარმოუდგენელი იყო, ერთმანეთთან ყველაფერი საუკეთესოდ იყო შეხამებული. მებრძოლები თითქმის არც გაჩერებულან. როგორც ჩანს, მერაბმა პირველივე რაუნდი მოტეხა ხელი და ამის მიუხედავად, უმარმა ბრძოლა მაინც ბოლომდე მიიყვანა...“

განაგრძე კითხვა