ზრდა გვექნება, ამის დამალვა არ შეიძლება - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი

საქართველოში 18 იანვარს კორონავირუსის ყველაზე მეტი, 7 521 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ექსპერტები ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების ზრდას კიდევ ელოდებიან.

იმავე საკითხზე საუბრობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძეც.

როგორც გამყრელიძე ამბობს, მთელ მსოფლიოში შემთხვევები მატულობს, შესაბამისად ჩვენთანაც გაიზრდება.

„პრევენციულ საშუალებად რჩება ყველა ის მოწოდებები, რაც აქამდე იყო»ზრდა გვექნება, ამის დამალვა არ შეიძლება და ვერც დამალვა. იცით რაც ხდება, 3 მილიონზე მეტია ყოველდღიურად მსოფლიოში შემთხვევა, როცა სხვა შემთხვევაში ყველა პიკზე 800-900 ათასს ახალი შემთხვევების რაოდენობას არ გადასცილებია. ანუ გაზრდილია 4-ჯერ. შესაბამისად გაიზრდება ჩვენთანაც“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.