ჩვენმა ქვეყანამ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაამტკიცოს ეს გადაწყვეტილება - რას გულისხმობს ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ უსიმპტომო პაციენტებისთვის საკარანტინე ვადა რაც შეიძლება მალე უნდა შემცირდეს.

„პაციენტების შემთხვევაში, რომელთაც უდასტურდებათ კოვიდინფექციის არსებობა, მაგრამ არ აქვთ არავითარი კლინიკური სიმპტომატიკა გამოხატული, მეცნიერულ მტკიცებულებებზე და სამედიცინო კვლევებზე დაყრდნობით, მათ გადამდებლობის უნარი და ეპიდემიოლოგიური საფრთხე 5 დღის შემდეგ პრაქტიკულად ეკარგებათ. მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაც ძალიან დროულია. ჩვენმა ქვეყანამაც, რაც შეიძლება სწრაფად და მყისიერად უნდა დაამტკიცოს ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.