ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრებაში კვირის ბოლოს ჯადოსნური მოვლენა მოხდება
1734019638
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის სამართავად ჯარის ჩართვის საჭიროება არ არის.
მისივე თქმით, კოვიდის ახალი შტამი „ომიკრონი“ გამოირჩევა საკმაოდ მსუბუქი მიმდინარეობით და ძალიან დადებითობით შეიძლება აღვნიშნოთ ის, რომ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირებულია.
„ის პრობლემები, რაც „ომიკრონთან“ და მის მართვასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, გადადის უკვე დისტანციურ მომსახურებაზე - ეს შეიძლება იყოს „ქოლცენტრი“, ცხელი ხაზი, ჩვენი ონლაინ კლინიკები თუ 112-ის მომსახურება, რომლებიც მნიშვნელოვანია ადეკვატური რაოდენობის კადრებით იყოს დაკომპლექტებული. წინა კვირას ცხელ ხაზს და ონლაინ კლინიკებს დავამატეთ საჭირო რაოდენობით ოპერატორები და კვალიფიციური ექიმები. ვფიქრობ, რომ არცერთი ზარი უპასუხოდ არ უნდა დარჩეს, ყველა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევას და ბინაზე მკურნალობას ადეკვატურად ვმართავთ და ამ მხრივ არანაირ პრობლემას და გართულებას არ ველოდებით. ვფიქრობ, რომ ჯარის ჩართვის საჭიროება ამ კუთხით, რომ ეს პროცესები ვმართოთ, არ არის“, - განაცხადა აზარაშვილმა.